spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ქვეყანაში დღეს გვაქვს უმძიმესი პოლიტიკური ვითარება,...

გიორგი ვაშაძე: “ქვეყანაში დღეს გვაქვს უმძიმესი პოლიტიკური ვითარება, პოლარიზაცია, ურთიერთდაპირისპირება, ზიზღის ენა…”

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს და ყურადღებას პოლარიზაციაზე, ურთიერთდაპირისპირებაზე, ზიზღის ენაზე ამახვილებს. ოპოზიციონერი ლიდერი საკრებულოებში შექმნილ სიტუაციასაც ეხმაურება და ხელისუფლების დამოკიდებულებას აკრიტიკებს:

ქვეყანაში დღეს გვაქვს უმძიმესი პოლიტიკური ვითარება, პოლარიზაცია, ურთიერთდაპირისპირება, ზიზღის ენა, რიტორიკა, თავდასხმები, უწესობის წესად ქცევა და კანონის ყოველთვის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

ბატონი კობახიძე სიტყვით გამოვიდა და გვითხრა, რომ დღის წესრიგია შესაცვლელი, დეპოლარიზაციაზე საუბრობდა. თუმცა ეს იყო მისი გამოსვლის მხოლოდ ერთი ფრაზა, გამოსვლის 99% იყო ისევ სიძულვილის ენა, დაპირისპირების წახალისება, იმ პოლარიზების მაქსიმალურად ხელშეწყობა, რომელზეც თვითონაც ამბობს, რომ ანგრევს ქვეყანას.

რა ნაბიჯები გადადგა არჩევნების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში?! იყო ეს, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია თუ პირიქით არეულიყო?

დავიწყოთ საკრებულოების უახლესი თემით.

მეგობრებო, ოპოზიციამ ხომ აიღო უმრავლესობა იმ საკრებულოში?! თქვენ განა იმას სწუხართ, რომ ხალხისთვის სასიკეთო ბიუჯეტი სწრაფად უნდა დამტკიცებულიყო, უბრალოდ ელემენტარული ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილება არ გინდათ. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება თქვენს ადგილზე იტყოდა – თუ შენ იმ საკრებულოში მხარი დაგიჭირა მოსახლეობამ, მაშინ იტვირთე პასუხისმგებლობა იმ ქალაქის განვითარებაზე და ბიუჯეტის დამტკიცებაზეც,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...