spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა აქუბარდია: ხელისუფლება უპირისპირდება არა მხოლოდ განსხვავებულად მოაზროვნე...

თეონა აქუბარდია: ხელისუფლება უპირისპირდება არა მხოლოდ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, არამედ უპირისპირდება კრიტიკულ მედიას

5-6 ივლისის მოვლენებიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება უპირისპირდება არა მხოლოდ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, არამედ უპირისპირდება კრიტიკულ მედიას და ის ფაქტი, რომ 5-6 ივლისის მოვლენები სრულფასოვნად არ არის გამოძიებული და ის განსაკუთრებული ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რეალურად ეს არის სახელისუფლებო დაკვეთა“, – ამის შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თეონა აქუბარდია გამოეხმაურა გუშინ, სასამართლოს წინ მიმდინარე მოვლენებს და მიმართა პროკურატურას, დროულად დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტების საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ეს არის ტენდენცია ხელისუფლების და განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან, რომ კრიტიკული მედიის მუშაობაში მოხდეს ხელისშეშლა და ამასთან მიმართებაში, რომ საკითხი არა მხოლოდ პრობლემად წარმოჩინდეს, არამედ მიმართებები შეიცვალოს პოლიციის მუშაობისა, იმიტომ, რომ ჩვენ, სამწუხაროდ ვიმყოფებით ისეთ კრიზისულ ეტაპზე პრობლემებისა, როდესაც კრიტიკული მედია ყოველდღიურად აშუქებს ამ კრიზისულ ვითარებებს.

ვფიქრობ, რომ აუცილებელია ერთის მხრივ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტები იყოს გამოძიებული და მეორეს მხრივ იყოს შესაბამისი პრევენციული რეაგირება, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს.

მივმართავ პროკურატურას, დროულად დაიწყოს გუშინდელი ფაქტის გამოძიება, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასამართლოს წინ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...