spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე!"...

“ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები არის შეთითხნილი. მან ასევე აღნიშნა, შეცდომა იყო სასამართლოს რომ არ მიეცა სრული დამოუკიდებლობა და ამის გამო ბოდიშს უხდის ყველას:

,,მქონდა თუ არა მე შეცდომები? – საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე კარგად მახსოვს საუბრები ნიკა რურუასთან 2011 წელს, როცა მეუბნებოდა, არ შეიძლება სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და არ ვუზრუნველყავით, თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ სამართალს იპოვის – იმ საქმეებში, რაც პროკურატურის ინტერესია, დამარცხდება – ჩათვალე, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ – წყალში გადაყრილია. ნიკა აღარ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ მაინც გეგონება ყველაფერი ზუსტად გამოიცნო.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემ თანამემამულეს და ახლა მეხება მეც! ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა შეცდომის გამო, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია, დანაშაული მეორე!

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მე მინდა ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე იმიტომ, რომ დამნაშავეები სახელწიფოს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ და აი კლასიკურ მაგალითს ხედავთ ახლა თქვენ, როცა ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი სახელმწიფო.

ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე. ყველამ იცის, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია.

როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა შემოვიარე, ჰოლანდიაში გენერალურმა პროკურორმა 4-ჯერ დამპატიჟა, რომ მთელი პროკურატურისთვის ლექცია წამეკითხა – ყველაზე სამართლებრივ ქვეყანაში, ევროპაში და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აყენებს ბრალს ჩემ წინააღმდეგ, ამ ბედოვლათების გარდა, არის რუსეთი!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“პროპაგანდამ არ გაჭრა და ამხელა ორგანიზებული თავდასხმების შემდეგ – ბავშვებმა გაიმარჯვეს!” – მარიკა არევაძე

უფლებადამცველი, ქალთა მოძრაობა პროტესტSHE-ს დამფუძნებელი, მარიკა არევაძე დიუშენის სინდრომით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...