სამშაბათი, აპრილი 16, 2024

ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას – ილია II

სულთმოფენობის დღესასწაულზე, საკვირაო ქადაგებაზე კაცობრიობის წინაშე მდგარ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და ტრადიციების შენარჩუნებას გაუსვა ხაზი.

დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემების წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე ვართ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს.

ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს” – განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული