ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა...

“ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთა მინისტრმა მოამზადა” – ირაკლი ღარიბაშვილი

დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთა მინისტრმა მოამზადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობს მთავრობის მიერ ინიცირებული რეგულაციები:

ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

მეორე საკითხი – ასაკობრივი ზღვარი – 25 წლამდე აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება ჩვენს მოქალაქეებს და აქაც, გაწერილი გვაქვს დეტალურად, თუ ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა – ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით და ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნება წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს.

რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, აქაც კარგად გვაქვს გაწერილი შესაბამისი მექანიზმები.

მესამე საკითხი – რეკლამის შეზღუდვა – აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.

სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“მუნიციპალური არჩევნების მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეს სამი მიდგომა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“რის იმედად გადიხართ არჩევნებზე?” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...