კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"ზეთისხილი არის კულტურა, რომელსაც ქვეყანაში ძალიან დიდი პოტენციალი...

“ზეთისხილი არის კულტურა, რომელსაც ქვეყანაში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს” – ლევან დავითაშვილი

საქართველოში ზეთისხილის მსოფლიო დღე აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს (IOC) ზეთისხილის მსოფლიო დღე მიულოცა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ზეთისხილის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკურ წახალისებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ზეთისხილი არის კულტურა, რომელსაც ქვეყანაში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს მეხილეობის დარგის განვითარებას. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, უკვე 15 000 ფართობზე მეტი ინტენსიური ბაღი გავაშენეთ, მათ შორის არის ზეთისხილის პლანტაციებიც. ვგეგმავთ, საქართველოში შევქმნათ ზეთისხილის სანერგე მეურნეობა იმისათვის, რომ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დავაჩქაროთ და ადგილობრივად წარმოებული ზეთისხილის ნერგები გამოვიყენოთ. ამასთანავე, სახელმწიფო ლაბორატორიაში მოხდება უკვე წარმოებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი. სახელმწიფო მზად არის, თანადაფინანსებით ხელი შეუწყოს დამატებითი საწარმოების შექმნას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს; განიხილეს ფინანსური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გარემო პირობებთან დაკავშირებული საკითხები.

ზეთისხილის მსოფლიო დღე საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიის და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, იუნესკოს ეგიდითა და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით ჩატარდა. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...