spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს აღარ არის ბრძოლა ოპოზიციურ პარტიებთან, "ქართული ოცნება"...

“ეს აღარ არის ბრძოლა ოპოზიციურ პარტიებთან, “ქართული ოცნება” პირდაპირ ებრძვის ქართველ ხალხს” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ეხმაურება ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს და აპროტესტებს წინა მოწვევის საკრებულოების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების ფაქტს:

ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის ერთეულების 2022 წლის ბიუჯეტს ამტკიცებენ წინამოწვევის საკრებულოები, ნათლად წარმოაჩენს ხელისუფლების დამოკიდებულებას ხალხის არჩევანის, დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ.

ეს აღარ არის ბრძოლა ოპოზიციურ პარტიებთან, „ქართული ოცნება“ პირდაპირ ებრძვის ქართველ ხალხს, რადგან მათ მიერ არჩეულ საკრებულოს წევრებს არ აძლევენ შესაძლებლობას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში, მათ უსწორდებიან ძალისმიერი მეთოდებითდა აკავებენ ადამიანებს, ეს ყველაფერი სცდება კანონიერ ჩარჩოებს და სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოები გადაიქცნენ არა სახელმწიფოს, არამედ ერთი პარტიის მსახურებად.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამპროცესებისას ბათუმში და ზუგდიდში დაკავებული ყველა პირი, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ვახტანგ ხუნდაძე,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...