სამშაბათი, მარტი 18, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებისურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ...

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე სანქციები მკაცრდება

სურსათის უვნებლობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აცნობებს, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე სანქციები მკაცრდება:

სანქციების გამკაცრება გათვალისწინებულია „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შესულ ცვლილებებში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და რომლის მიზანიც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სამართალდარღვევების ზუსტად იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირებაა.

პასუხისმგებლობის ზომები გამკაცრდა სურსათის უვნებლობის სფეროში ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიც არის: კრიტიკული შეუსაბამობის (შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) განმეორებით ჩადენა და ჯარიმა განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით; ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსება და ჯარიმა განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით.

დაწესდა პასუხისმგებლობა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათის ან ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელმაც შეიძლება მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისთვის 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორისთვის 3 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.

პასუხისმგებლობის ზომები განისაზღვრა ვეტერინარიის სფეროში ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიც არის: ვეტერინარულ კლინიკებში, ვეტერინარულ აფთიაქებში, ზოომაღაზიებსა და სხვა ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობის (ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე) და არაკრიტიკული შეუსაბამობისთვის (ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე), ასევე მათი განმეორებით ჩადენისთვის; აგრეთვე, დაავადებული ცხოველის გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებული მითითებების შეუსრულებლობისთვის.

მკაცრდება სანქციები არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატების ბაზარზე განთავსების აღკვეთასა და ამოღებასთან დაკავშირებული მითითებების შეუსრულებლობისთვის.

ცვლილებები ძირითადი ნაწილი ძალაში მიმდინარე წლის 4 დეკემბრიდან შედის. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659434…“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა”...

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

პაატა მანჯგალაძე: “პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის – მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას!”

პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ერთიანობისა და აქტიური პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელობაზე...

“ჩერგოლეიშვილ-ზურაბიშვილის პოლიტ ტანდემს ვინც ვერ ხვდება რა არის, ან პოლიტიკურად ბეცია ან უბრალოდ დუპლეტი”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...