შაბათი, აპრილი 27, 2024

“განათლების სისტემაში სიმახინჯეების დასრულების დრო როდის დადგება?”- ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის განათლების კომიტეტის მიერ პარტიის მიერ მომზადებული და ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მიერ განსახილველად შეტანილი კანონპროექტის ჩაგდებას, რასაც მწვავე შეფასებას აძლევს, რადგანაც, მისი თქმით, სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლებელს მართავს მძიმე დანაშაულზე რამდენიმეჯერ ნასამართლევი ადამიანი და ამისათვის აუცილებელი იყო კანონპროექტის მიღება:

,,გაუგებარია, არის თუ არა რამე გარდაუვალი აუცილებლობა იმისა, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს მართავდეს მძიმე დანაშაულზე რამდენჯერმე ნასამართლევი პირი??? ნუთუ კადრების ასეთი დეფიციტია აკადემიურ წრეებში?! ცხადია, არა!

მაშინ? უკაცრავად შეკითხვაა, მაგრამ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ასეთი სამწუხარო პრაქტიკაა.

პ.ს. განათლების დეპოლიტიზებასა და ინიცირებულ პრევენციულ კანონპროექტის მიღებაზე უარზეა უმრავლესობა… ამ ქვეყანაში სიმახინჯეების დაძლევის დრო როდის დადგება?!”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა ტოხვაძე.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მხარი არ დაუჭირა

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული