შაბათი, მაისი 4, 2024

“რუსული კანონი რუსეთში მოქმედებს, საქართველოში ქართული კანონი ამოქმედდება” – მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით:

,,რუსული კანონი რუსეთში მოქმედებს, საქართველოში ქართული კანონი ამოქმედდება. თქვენ კიდევ ვერ მეტყვით, ვერცერთ სიტყვას და არგუმენტს, რა არის ქართულ კანონში რუსული?!

20% ხომ არ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელი ქვეყნის ანალოგიურ კანონმდებლობაშია? ეს არის აშშ-დან აღებული.

აშშ-ში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან, ხვდებიან FARA-ს რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები. შესაბამისად, ის ერთადერთი არგუმენტი, რაც მე მოვისმინე არის აბსოლუტურად ცრუ ნარატივი რუსეთთან მიმართებაში. იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს. ჩვენ ეს აღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ანუ ,,ფარას” პრაქტიკიდან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული