ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"გთავაზობთ რექტორების არჩევა მოხდეს პროფესორ-მასწავლებლების მიერ, პირდაპირი ფარული...

“გთავაზობთ რექტორების არჩევა მოხდეს პროფესორ-მასწავლებლების მიერ, პირდაპირი ფარული კენჭისყრით” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი წარადგინა. გიორგი ვაშაძემ კომიტეტს უშუალოდ რექტორების არჩევის ახალი წესი შესთავაზა, რომელიც რექტორების არჩევას პროფესორ-მასწავლებლების მიერ, 4 წლიანი ვადით, პირდაპირი ფარული კენჭისყრით ითვალისწინებს:

წარმოგიდგენთ კანონპროექტს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორების პირდაპირი არჩევის წესს. დღეს რექტორები აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ, ჩვენ კი გთავაზობთ მათი არჩევა მოხდეს პროფესორ-მასწავლებლების მიერ, პირდაპირი ფარული კენჭისყრით, 4 წლიანი ვადით ისევე, როგორც ხდება ჩვეულებრივი არჩევნების დროს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ინიციატივა წამოვიდა მაშინ, როდესაც სტუდენტები შიმშილობდნენ და ითხოვდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას. ჩვენ მათ შევთავაზეთ მარტივი პროცედურა, რომ აღარ იყოს მუდმივად დავა სამართლიანად თუ უსამართლოდ არის დანიშნული ეს კონკრეტული ადამიანი უნივერსიტეტის რექტორად, ამის შედეგად სტუდენტები დაგვეთანხმნენ და შეწყვიტეს კიდეც შიმშილობა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული...

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...