ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიმიხეილ სარჯველაძე: "ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის...

მიხეილ სარჯველაძე: “ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას მკაფიო პასუხი აქვს გაცემული”

არასრულწლოვანი შვილის იძულებითი ნიშნობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-400 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასწრულწლოვანის მიმართ არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-4 წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება საქართველოს მოქალაქეებს: კახაბერ ძაგანიას, გიულჩინ ახმედოვას, ელენე ჭიპაშვილის და მამუკა გულდედავას ეკუთვნით.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, საკანონმდებლო წინადადება უკავშირდება არასრულწლოვანთა საზიანოდ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მათ ადრეულ ასაკში დაქორწინებასთან დაკავშირებით ვალდებულების წარმოშობას გულისხმობს.

ამაზე მკაფიო პასუხი აქვს გაცემული ჩვენი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას. ეს არის ცალსახა პასუხი, რომ დაუშვებელია არასრულწლოვანთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საზიანოა არა მხოლოდ ფიზიოლოგიური თვალსაზრისით არამედ, იმავდროულად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც შესაძლოა სერიოზულ პრობლემებს ბადებდეს. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც ხდება ნიშნობის, როგორც ქორწინებისკენ მიმართული ნაბიჯის კრიმინალიზება“, – განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით არსებობს სასამართლო პრაქტიკაც და ასე განიმარტება კანონიც, რომელიც ნიშნობისთვის კონკრეტულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაც მხედველობაშია მისაღები თუმცა, ამის მიუხედავად არსებობს გარკვეული კითხვები, რომელიც საჭიროებს დისკუსიას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ამ წინადადების განხილვისას, ჩვენთვის მთავარი ამოცანა იქნება იმის დანახვა თუ არის რაიმე ისეთი ქმედება, რაც შეიძლება რჩებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების მიღმა, თავისი შინაარსით, ანალოგიურად იმსახურებს რეგულირებას თუ მხოლოდ სიცხადის შეტანაა ჩვენი მიზანი – ეს უნდა გაიმიჯნოს. ვფიქრობ, სიცხადის თვალსაზრისით პრობლემები ნაკლებად არსებობს.

მე მინდა დავინახო კონკრეტული ქმედება, რომელიც რჩება სისხლის სამართლის კოდექსის მიღმა. ადამიანების იმ გუნდს, რომელთაც წარმოადგინეს საკანონმდებლო წინადადება საკმაოდ ბევრი აქვთ ნამუშევარი და ნაფიქრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

იდეა მუშაობას იმსაურებს. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს წინადადება, იდეა რა ფორმითაც არის მოწოდებული ან საკმარისია, ან სწორად დასმულია. ამ საკითზე კომიტეტის წევრებს არაერთხელ გვიმსჯელია, კარგი იქნება თუ გავაგრძელებთ მსჯელობას სამუშაო ფორმატში და შემდეგ გავერკვეთ არის თუ არა საჭირო კანონის ახლებური რეგულირება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი გუნდის ლიდერია ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, მართალი კაცი, რომელიც ვერ აიძულეს საკუთარი ხალხის საწინააღმდეგო...

"ქართული ოცნების" რეგიონალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი, დიტო (დიმიტრი) სამხარაძე...

კონფერენცია – “საქართველო, უკრაინა და თანამედროვე მსოფლიო”

16 მარტს დაგეგმილი კონფერენციის თაობაზე განმარტებებს აკეთებს "მოძრაობა -...

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...