ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად არაძალადობრივი წინააღმდეგობრივი პროტესტი და...

“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად არაძალადობრივი წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჟიმი, სანამ ის არ ჩამოინგრევა!“ – ნიკა მელია

ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ღირსების და ჯანმრთელობის აბუჩად აგდების ფაქტმა მთელ მსოფლიოს დაანახა საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმის სახე. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი აანონსებს მორიგ აქციას ხვალ, 13 ნოემბერს 17:00 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე:

,,მიმდინარე დღეებმა უჩვენა, რომ ჩვენი უწყვეტი, არაძალადობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლება, რეჟიმი საბოლოოდ კარგავს სახეს და უშვებს თავისთვის მომაკვდინებელ შეცდომებს. სულ უფრო და უფრო ძლიერდება საერთაშორისო რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. მისი ღირსებისა და ჯანმრთელობის აბუჩად აგდებამ საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმი მთელი მსოფლიოს თვალში წარმოაჩინა ველურ და არაცივილიზებულ მმართველობად.

ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად არაძალადობრივი წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჟიმი ასე სანამ ის არ ჩამოინგრევა!

ამ საერთაშორისო სწორ, ადეკვატურ, მზარდ რეაქციას ასევე, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენი უწყვეტი, თანმიმდევრული და ორგანიზებული პროტესტი.

ამიტომ ხვალ, ძვირფასო მეგობრებო, ვისთვისაც სულერთი ნამდვილად არ არის და ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში, როგორც უკანასკნელმა დღეებმაც დაადასტურა, არის აბსოლუტურ უმრავლესობაში. გელოდებით 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...