ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება

ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი ცვლილებების მიხედვით, საკრებულოებში ერთი პარტიული სიით გასული დეპუტატები მხოლოდ ერთ ფრაქციის შექმნას შეძლებენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნული მიდგომა პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესის ანალოგია და ცვლილებებით იგივე მოცემულობა საკრებულოებზეც გავრცელდება.

კანონპროექტით ასევე იცვლება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა, რომლის მიხედვითაც, ფრაქციის თავმჯდომარეს საშუალება ექნება ფრაქციის ყოველ მეხუთე წევრის არსებობის შემთხვევაში დამატებითი მოადგილე ჰყავდეს. რაც შეეხება სამ კაციან ფრაქციას, ამ შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარეს მხოლოდ ერთი მოადგილე ეყოლება.

სხდომაზე კანონპროექტზე საუბრისას, სოზარ სუბარმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის განსაზღვრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი რედაქციით სხვადასხვა თვითმმართველობის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენება მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის შეფასებით, თვითმართველობების გაძლიერებაში იმდენად მნიშვნელოვანი კანონპროექტია, რომ მიუხედავას იმისა რომ მისი პოლიტიკური ჯგუფი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, ისინი მზად არის კანონპროექტის განხილვაში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ.

„პლენარულ სხდომაზე მზად ვართ ვიმსჯელოთ კანონის მუხლებში შესატან ცვლილებებზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა კანონპროექტის განხილვის დასასრულს. კომიტეტის წევრებმა ორგანული კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...