ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს რეჟიმი განწირულია მარცხისთვის, საჭირო არის ახლა სიმტკიცე,...

“ეს რეჟიმი განწირულია მარცხისთვის, საჭირო არის ახლა სიმტკიცე, ნებისყოფა და სიმშვიდე” – ნიკა მელია

ოპოზიცია კვლავ აანონსებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გაგრძელებას. მორიგი ასეთი აქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ 11 ოქტომბერსაც დააანონსა. მისი თქმით საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე გაიზრდება და მხოლოდ დროის საკითხია არსებული რეჟიმის დამარცხება:

,,კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე ვიხილეთ რეჟიმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის, დამნაშავე პოლიციელების, ძალის იმედზეა და რატომ? – იმიტომ, რომ სიმართლე აღარ არის მათ მხარეს, უკვე დიდი ხანია; იმიტომ, რომ ისინი აცნობიერებენ, არჩევნები და ხელისუფლება აქვთ მიტაცებული! ყველაზე უკეთ მათ უწყით, რომ ეს რეალობა არის ასეთი.

შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან ყოველდღიურად მეტი და მეტი ძალადობა გამოიჩინონ უკიდურესად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ და დღეს, ჩვენ ზუსტად ასეთი სურათი ვნახეთ აქციების დაწყებამდე, გეოგრაფიულად განსხვავებულ ადგილებში, როგორ იძალადეს მშვიდობიან პროტესტანტებზე.

ამ წუთის მდგომარეობით, მათივე ინფორმაციითაც კი 46 მშვიდობიანი აქციის მონაწილე არის დაკავებული და გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა ქალაქებში. მათ შორის საკრებულოს დეპუტატები, პოლიტიკოსები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქციები, საპროტესტო მოძრაობა შენელდება, პირიქით, ყოველდღე გაიზრდება და გაიზრდება და ჩვენ გავტეხავთ მშვიდობიანი, უწყვეტი, თანმიმდევრული, დისციპლინირებული აქციებით, ამ რეჟიმს.

სწორედ ამიტომ, მე დღეს მინდა, რომ დავაანონსო მორიგი აქცია. ხვალ 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროს სადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას!

ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთსა და ბელორუსს. დიახაც, დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობა იმ ყველაფრისა, რასაც სჩადის პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ. არაფერი განსხვავებული დღეს ჩვენ აქ არ ვიხილეთ.

ამიტომ ხვალ გელოდებით ყველას 2 საათზე მეტრო-სადგურ ვაჟა-ფშაველასთან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და ასეთი აქციები გაიმართება ყოველდღე. დიახაც, არც მეტი და არც ნაკლები, ყოველ დღე მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ გატყდება! ამ რეჟიმს მრავალრიცხოვნობით, სიმტკიცით და სიმშვიდით აუცილებლად გავტეხავთ!

არ დაიხევს უკან არავინ! დააკავეთ 46 ადამიანი? – მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ასიათასობით, მილიონზე მეტი აქტიური მოწინააღმდეგე ჰყავს რეჟიმს. ამიტომ ეს რეჟიმი განწირულია მარცხისთვის, საჭირო არის ახლა სიმტკიცე, ნებისყოფა და სიმშვიდე. დროის საკითხია მხოლოდ ამ რეჟიმის დამარცხება!“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის...

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული...

“ეეეერთადერთი თხოვნა მაქვს ოპოზიციასთან – ეგ ყანწები მოაშორეთ აქედან და ისე გველაპარაკეთ” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციისგან თვითმმართველობის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...