ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - "აუცილებლად ვიქნები დღეს ოპოზიციის დაანონსებულ...

გიორგი ვაშაძე – “აუცილებლად ვიქნები დღეს ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, დღეს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე თავადაც მივა. გიორგი ვაშაძეს წარმოუდგენლად მიაჩნია იმ ვითარების გაგრძელება, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ამასთან მისი თქმით აქციები და პროტესტი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული მშვიდობიანი გზით ქვეყნის დასახსნელად სამოქალაქო დაპირისპირებისგან:

მე პირადად აუცილებლად ვიქნები დღეს დაანონსებულ აქციაზე ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად.

საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ აქციები, პროტესტი ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც აუცილებელია გამოყენებული იქნეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი პროტესტით მივაღწიოთ და დავიხსნათ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან.

ვითარება, რომელიც დღეს არის შეუძლებელია ასე გაგრძელდეს, წარმოუდგენელია ყოველ წუთს ვიყოთ მძიმე ფიზიკური დაპირისპირების საფრთხის წინაშე, ამიტომ ვაპირებთ მშვიდობიანად მივიღოთ მონაწილეობა აქციაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ტოტალიტარიზმი მკვიდრდება, ტირანია ჩნდება. დიქტატი უკვე გვაქვს” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს: "ტოტალიტარიზმი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...