ხელისუფლებისა თუ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ცალკეული წარმომადგენლებისგან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ფაფებთან დაკავშირებით, გამოთქმულ ირონიულ კომენტარ/შეფასებებს თუ ქილიკს ეხმაურება მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე:
“შემოდიან და ამოწმებენ ხომ არ მოვკვდი“, – ამ სიტყვებს ვინც წაიკითხავს და მაინც ფაფებზე ღლიცინებს, არაადამიანია!
ჰო, ციხეში, მოშიმშილე, დასუსტებული პატიმარი 41:0 გიგებთ!
გავა წლები და მემატიანე მოყვება საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელიც დაბრუნდა, ციხეში ჩაჯდა, შიმშილობდა და გაიმარჯვა!
თქვენ ხვალ არავის ემახსოვრებით!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.
ინფორმაციისთვის: მიხეილ სააკაშვილის წერილობითი ექსკლუზიური ინტერვიუს ფრაგმენტი “TV პირველის” გადაცემისთვის “შაბათის ეთერი” – “ამ ბოლო დროს, როცა ვიდეოკამერაში ხედავენ რომ კამერაში გაუნძრევლად დიდი ხანი ვწევარ, შემოდიან და ამოწმებენ, ხომ არ მოვკვდი უკვე და ექთანსაც უძახიან“,..

