პარლამენტის შენობაში შიმშლობას უკვე მე-3 დღეა განაგრძობს პარტია ,,დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია. დღეს მასთან მოსანახულებლად იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელსაც გააცნო კონკრეტული მოთხოვნები, რის გამოც დაიწყო შიმშილობა. ოპოზიცონერი ლიდერის თქმით, ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს:
,,რა თქმა უნდა, მას გავაცანი მოთხოვნები, თუმცა მისი მოსვლის მთავარი მიზანი იყო უბრალოდ ადამიანურად მოკითხვა. შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება.
ალბათ, ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, სხვებისგან განსხვავებით, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი მაინც რჩება, სახეზე არის. რა თქმა უნდა, ამ თემის გადაჭრაზე, გამოსავალზე საუბარი არ გვქონდა. პასუხებიც არ იყო.
,,ქართული ოცნებისგან“ მოლოდინი იმისა, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან, ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, არავის არ აქვს.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.
მე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა დროის შემდეგ თუ არ იქნება რეაგირება – ვფიქრობ ამ პროტესტის გამწვავებაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


