spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტო, ჩემო ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბრძოლის...

“პრეზიდენტო, ჩემო ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბრძოლის მოსაგებად” – თაკო ჩარკვიანი

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, ორგანიზაცია “საერთო-სახალხო მოძრაობის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი:

მივმართავ მიშა სააკაშვილს, პრეზიდენტო, გაგიმეორებთ, რაც უკვე შეხვედრის დროს საუბრისას გითხარით და გთხოვეთ 🙏✌️!

ადამიანური ტრაგედიის გარდა, გარდა იმ დიდი ტვირთისა, რაც სამუდამო დაღი იქნება საქართველოსთვის, რომლის ტარებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და გამანადგურებელი ქვეყნისთვის, ამ ყველაფრის გარდა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება, (რაც თავად მოგეხსენებათ).

აბა წარმოიდგინეთ ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყნისთვის, მხედართმთავრის გარეშე ბრძოლაში ანუ განადგურებული მხედართმთავრით რა ბრძოლის მოგება შეიძლება?! არადა ხომ ვთანხმდებით ყველა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ომია და ახლა რუსთავის ციხეში, პუტინის პირადი პატიმარი ზის, ამიტომ: უნდა, უნდა, ვალდებული ხართ, შეწყვიტოთ შიმშილობა!
მიიღეთ სტრატეგიულად (ერთადერთი) სწორი გადაწყვეტილება, შეწყვიტეთ შიმშილობა, გთხოვთ! წინ დიდი ბრძოლაა, მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად, ამ ბრძოლაში თქვენი დიდი გამოცდილება, ენერგეტიკა და მაშტაბია საჭირო…

დიდი განსაცდელი უდგას ქვეყანას, ჭაობში ჩახრჩობას უპირებენ ქართულ სახელმწიფოს პრეზიდენტო!🙏✌️🌺

აკი გითხარით, როგორც ჩემს მამუკას, ჩემს ძმას გთხოვ მეთქი და მიპასუხე, აქაც კი მის სიმღერებს ვუსმენო…

ჰოდა პრეზიდენტო, ჩემო ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბრძოლის მოსაგებად“, – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

“ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა” – მიხეილ...

კახეთში, სასტუმროში, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტებთან მიმართებით მომხდარ ფაქტს,...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...