მედიაჰოლდინგ ,,ქრონიკა +“-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის რუსთავის ციხესთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თამამად განაცხადა, რომ ის გახდა მიშისტი, რადგანაც მიშისტობა დღეს ნიშნავს ქართული სახელმწიფოს გულშემატკივრობას:
,,მივესალმები პატიმარ N1-ს 320 საკნიდან, რომელიც არის დატუსაღებული, მაგრამ ყველაზე თავისუფალი! მე მეუბნებიან და მსაყვედურობენ, რომ მიშისტი გახდიო. დიახ, გავხდი მიშისტი იმიტომ, რომ მიშისტობა დღეს ნიშნავს ქართული სახელმწიფოს გულშემატკივრობას! იმ სახელმწიფოს, რომლის მშენებლობაც დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, იმ სახელმწიფოს, რომელსაც 9 წელია ანგრევენ და ვერ დაანგრიეს!
,,ქართულმა ოცნებამ“ ამ ციხესთან მოიყვანა ნაბიჭვრები, აგინებინა კამერებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მინდა გითხრა შენ, მიშა: ისინი არ არიან ქუთაისელები, ქუთაისელები ვართ ჩვენ – გაბრაზებული ადამიანები, ბულვართან თავისუფლების მოთხოვნით! მე და ჩემი მეგობრები აქ, როდესაც წაგვართვეს არჩევნები.
ამ ციხეში, მეგობრებო, ამ გისოსებს მიღმა პუტინთან და კრიმინალთან მებრძოლი ძალიან მაგარი ბიჭები სხედან. ამ ციხეში ზის ჩემი ძმადნაფიცი რომან შამათავა, რომელთან ერთადაც მე სოხუმში ვაპირებ ჩასვლას. მე მივესალმები მათ და მათთან ერთად ვიქნები ამ ბრძოლაში.
სოლიდარობა ყველა პატიმარს და მე მინდა ვუთხრა საქართველოს მე-3 პრეზიდენტს: მიშა, ჩვენ ვართ აქ, ჩვენ ვართ შენი თავისუფლებისთვის. მე ვიქნები რიგითი ამ ბრძოლაში. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ იმას, რომ გამოვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, გამოვიხსნათ მიტაცებული სახელმწიფო, ჩავიდეთ სოხუმში და ავაშენოთ სიკეთით სავსე ქვეყანა.
და ყველაზე მთავარი – ციხის კედლებზე შერიგების დიდი თეთრი ბაირაღები უნდა გადმოვფინოთ. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! თავისუფლება ჩვენს ქვეყანას! დიდება თავისუფლებას!“, – განაცხადა ელისო კილაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


