ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ქვეყნის კოალიციური მმართველობის მოდელზე მსჯელობს:
“ცოტა ხნით წარმოვიდგინოთ, რომ სხვადასხვა ქალაქების მერები არიან ნაცებიდან, ქოცებიდან, ლელოდან, გირჩიდან (მეტი თავისუფლება), დროადან, ევსაქებიდან და ა.შ.
ისინი კონკურენციაში არიან ერთმანეთთან, ვინ უფრო ეფექტურია, მეტ ინვესტიციას მოიზიდავს, მეტს დაასაქმებს, მეტ პროექტს გააკეთებს, მეტად კრეატიული იქნება, მეტ დოვლათს მოიტანს რეგიონში.
ვინ დარჩება მოგებული, თუ მერები რეალური პოლიტიკური აქტორები გახდებიან, წარმატებულები კი, ცენტრალურ ხელისუფლებაში გადმოინაცვლებენ?
ამას თუ რევოლუცია ქვია, მე მინდა ასეთი რევოლუცია.
პ.ს. გადასახადების გაცილებით დიდი ნაწილი და გაცილებით მეტი უფლებები რომ უნდა მიეცეს რეგიონებს ამაზე არაერთხელ დამიწერია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი ქადაგიძე.

