პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად...

კახა კალაძე: ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად – მე ვარ უკლებლივ ყველას მერი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში მხარდაჭერისა და ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის მადლობას უხდის.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისი უყვარს, სიამოვნებს ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან დაიწყო:

მინდა, ჩვენი მთავრობის სხდომა მადლობით დავიწყო. მადლიერების სიტყვები გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენი იმედი აქვს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს – იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში, გვგულშემატკივრობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. მადლობა ასევე, მინდა გადავუხადო სხვა პარტიის მხარდამჭერებს. დარწმუნებული ვარ, მათაც მოსწონთ ის კარგი საქმეები, რასაც ჩვენ დედაქალაქში ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ისინიც თავიანთი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით ამ ქალაქში ცხოვრობენ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისი უყვარს, დარწმუნებული ვარ, სიამოვნებს ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც 2017 წლიდან დაიწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ თბილისი უფრო მოწესრიგებულ და ჯანსაღ ქალაქად იქცეს, ბევრი შრომაა საჭირო.

ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ მე ვარ უკლებლივ ყველას მერი. რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად. ეს მიდგომა არ არსებობდა 2017 წლიდან მოყოლებული და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, კომფორტულ, ჯანსაღ და მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ. ამ მიზნების მისაღწევად, თითოეული თბილისელის ჩართულობა და აქტიურობაა საჭირო. მე თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების, მშრომელი და განათლებული ახალი თაობის აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, რადგანაც ჩემი გულწრფელი სურვილია, ამ ქალაქის ისტორია ერთად დავწეროთ და ერთად გავხადოთ თბილისი ბევრად უკეთესი, ვიდრე ის დღეს არის. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად, ყველა თაობის ადამიანთან კომუნიკაციისთვის მზადაა.

მზად ვარ, ჩემს გუნდთან ერთად, ყველა თაობის ადამიანს მოვუსმინო. რაც შეეხება გუნდს, ჩემი გუნდი დაკომპლექტებულია პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანებით და ეს ჩვენ 2017 წლიდან დავამტკიცეთ. ძალიან აქტიური ვიქნებით, ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი და საზოგადოება კონკრეტული ქუჩების, რაიონებისა და უბნების მიხედვით, მალე დაინახავს, თუ რაზე ვსაუბრობდით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ომი გინდათ?” – ამ კითხვის დამსმელი რეგვენი ქოცი ერთხელ მაინც უნდა გაუშვა ომში! –...

უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას ახდენს "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი...