spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე არ ვიცი, სააკაშვილი რამ უფრო მეტად დააზიანა...

“მე არ ვიცი, სააკაშვილი რამ უფრო მეტად დააზიანა – ივანიშვილის რეჟიმმა, თუ საკუთარმა მხარდამჭერებმა…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში შეფასება-განმარტებებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებთან მიმართებაში:

სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით კიდია საქართველოს თავზე.

ჩემს პერსონალურ გრძნობებში არ არის საქმე – მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანისთვის იქნება პერსონალურად მძიმე მიშას სიკვდილი.

ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება კიდევ ერთი დევნილი პრეზიდენტის სიკვდილი.
მე მინდა მჯეროდეს, რომ ის ციხეში არ მოკვდება.

ოღონდ მე ასევე მჯეროდა, რომ ის ხანგრძლივად ციხეში წასვლისთვის მზად არ არის და არ ჩამოვიდოდა, მაგრამ შევცდი – ჩაჯდა არაჟნის ტრაილერში და ჩამოვიდა.

თუ ჩემი შეგრძნება მართალი იყო, მიშა გრძელვადიანი ციხისთვის მზად არაა და ურჩევნია მოკვდეს – მე არ ვიცი, მას როგორ უნდა დავეხმაროთ.

რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ მისი სიკვდილი ქვეყანას ძალიან მძიმე დაღად დარჩება და ამაში მართლები ვიქნებით – ივანიშვილის რეჟიმს ეს ქვეყანა არ ადარდებს, ივანიშვილის რეჟიმის და საქართველოს ეროვნული ინტერესები ხშირად ერთმანეთს გამორიცხავს.

ამიტომ ისევ სააკაშვილს თუ ვთხოვთ, რომ ქვეყანაზე იფიქროს – შიმშილობა შეწყვიტოს, ეს ქვეყანა ტრავმებისგან დაიცვას და ცოცხალი იყოს.

და კიდევ ერთი:
ძალიან, ძალიან ცუდია რაც ახლა ნაცმოძრაობაში ხდება, მიშას ინტერესებისთვის.
ძალიან ცუდია, როდესაც მიშას ხელქვეითები და მხარდამჭერები ერთმანეთს მიშას ერთგულებაში ეჯიბრებიან და ერთმანეთს ლანძღავენ, ეჭვიანობენ, აბრალებენ, რომ ვიღაცეები მიშასთვის სათანადოდ არ იბძრვიან და რაღაც მზა რეცეპტები არსებობს.

მიშას როლის არაადეკვატურმა შეფასებამ, ამ ავადმყოფურმა ეჭვიანობამ, უნდობლობამ, მიშას წონით საკუთარი თავის განდიდების და სხვისი განადგურების ჟინმა იმაზე მეტი დაააშავა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

მე არ ვიცი, სააკაშვილი რამ უფრო მეტად დააზიანა – ივანიშვილის რეჟიმმა, თუ საკუთარმა მხარდამჭერებმა, რომლებიც საკუთარ მნიშვნელობის რეალიზაციას სააკაშვილით ცდილობდნენ და ცდილობენ.

ვისაც ახლა, სააკაშვილისადმი გულგრილობა ბრალდება და ვისაც სააკაშვილის ღალატში ამხელენ, ეგ ხალხი ცოტა ხნის წინ ჩვენ გვამხელდა ღალატში.

მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ვისაც ყური აქვს, უნდა შეისმინოს, რომ ასეთი ურთიერთბრალდებები სააკაშვილისთვისაა პირველ რიგში ძალიან დამაზიანებელი და დააზიანა კიდეც.

ვისაც ყური აქვს, უნდა შეისმინოს, რომ სააკაშვილი ჯერ ადამიანია და მერეა ვიღაცის კერპი – მასაც ისევე შივდება, მასაც ისევე წყურდება, მასაც ისევე ეშინია, ისიც ისევე იბნევა, მასაც ისევე ეტირება, მასაც ისევე არ აქვს გამოსავალი, მასაც ისევე შეიძლება არ ჰქონდეს “გეგმა”, როგორც ნებისმიერ სხვა მოკვდავს.

მისი ადამიანური მხარის დავიწყებამ, მტკიცებამ, რომ “მიშა უშეცდომოა”, მტკიცებამ, რომ “მიშა მხოლოდ გამარჯვებებისთვის დაიბადა” გამოიწვია ეს სიგიჟე და ვისაც დაავიწყდა, დროა გაიხსენოს, სანამ კიდევ ერთი ტრაგედია მომხდარა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი ამჩემფეხება და თავკერძა თანამოქალაქეების ეპოქაში რატომ მომიწია ცხოვრება, სულ ამას ვფიქრობ” – გოჩა...

თავისი გადასახედიდან, ქართულ რეალობას აღწერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში,...

“უძლეველი პუტინის” მეხოტბეები როგორ არიან ?!😃😃😃” – თაკო ჩარკვიანი

9 მაისის მოსკოვში აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით გაჩენილი საყურადღებო რისკებისა...

“ნომინალური დემოკრატიის შექმნა და დასავლური ორიენტირი პრაქტიკულად ხელახლაა დასაწყები” – არჩილ გამზარდია

სომხეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მე-8 სამიტზე მთავრობის...

“ის ადამიანები, რომლებიც ლანძღავენ და ეზიზღებათ ერთმანეთი, ხელახლა დაჯგუფდნენ” – ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...