spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენს გონიერებაზე, ემოციების მოთოკვასა და დისციპლინირებულობაზეა დამოკიდებული მიტაცებული...

“თქვენს გონიერებაზე, ემოციების მოთოკვასა და დისციპლინირებულობაზეა დამოკიდებული მიტაცებული სახელმწიფოს გამოხსნაც და სააკაშვილის გადარჩენაც” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით შეფასებას აძლევს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და საპროტესტო მუხტის აწევის კონკრეტული მაგალითები მოჰყავს საქართველოს უახლესი ისტორიიდან:

არანაირი სასოწარკვეთა და უიმედობა!

საღი აზრის მქონე ყველა ადამიანს ესმის, რომ მინიმუმ 15%-იანი ადმინისტრაციული უპირატესობის ფონზე 1-2%-ით ამხელა ქალაქების “მოგება” რეჟიმისათვის მოგება არაა.
ამიტომ:

1. მადლობა ამომრჩეველს. თქვენი შემართებაა, რაც ნიღაბს ხსნის რეჟიმს. ყოველ ეტაპზე ნიღაბის სულ უფრო მეტად ჩამოხსნა კი აუცილებელია ამ უთანასწორო ბრძოლაში;
2. მადლობა სააკაშვილს, რომლის თავგანწირვამ შექმნა ბრძოლის ახალი ენერგია;
3. მადლობა ათასობით პარტიულ და სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ გარემოში ატარებს თითქმის 24 საათს, რომ თქვენი ხმა დაიცვას;
4. მადლობა მედიას, რომლის შემართება ფასდაუდებელია;
5. მადლობა ოპოზიციის ლიდერებს. მათ ამომრჩეველს შესთავაზეს ერთიანობა, მრავალფეროვნება და პოზიტიური დღის წესრიგი. ვინც ამ კამპანიის ფონზე ისევ ცხვირს აიბზუებს “ოჰ, ეს ოპოზიცია”, იცოდეთ, რომ უიმედო ქოცია – ან ბოღმას ვერ სძლევს, ან რეჟიმი მატერიალურად აწყობს.

გაითვალისწინეთ:

1. ისწავლეთ ემოციების მოთოკვა. ამ ბრძოლაში ყველაზე მთავარი დისციპლინაა. რეჟიმის ტროლ-ბოტები, ერთ მხარეს, უიმედობას და სასოწარკვეთას წაახალისებენ, მეორე მხარეს, რადიკალურ ქმედებებს;
2. ენდეთ, მოუსმინეთ, დაუჯერეთ პოლიტიკურ ლიდერებს. მათ უკვე გაჩვენეს, ბრძოლა შეუძლიათ. თქვენმა ზედმეტმა გულის შფოთვამ და გონების ჭმუნვამ შეიძლება უფრო ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი;
3. თქვენს გონიერებაზე, ემოციების მოთოკვასა და დისციპლინირებულობაზეა დამოკიდებული მიტაცებული სახელმწიფოს გამოხსნაც და სააკაშვილის გადარჩენაც,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ამასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს უახლესი ისტორიაში შემდგარ ფართომასშტაბიან აქციებს იხსენებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა დიდი საპროტესტო გამოსვლები არასაარჩევნო წელს ფიქსირდებოდა:

არასაარჩევნო პერიოდი ხელისუფლების თავზე დაკიდებული “დამოკლეს მახვილია”.

ყველა დიდი საპროტესტო გამოსვლა ხელისუფლების წინააღმდეგ მოხდა არასაარჩევნო წელს:

2001 (28 ოქტომბერი) – (განმარტება ახალგაზრდებისთვის: კახა თარგამაძის გადაყენება მოჰყვა);

2007 (7 ნოემბერი);

2009 (კარვები);

2011 (26 მაისი);

2019 (20 ივნისი).

რაშია ლოგიკა?
არჩევნები განმუხტვის მექანიზმია.

როდესაც გახაფხულზე უკმაყოფილო ხარ, მაგრამ იცი, რომ შემოდგომაზე არჩევნებია, ცვლილებას ამ არჩევნებს უკავშირებ. როდესაც ჰორიზონტზე არჩევნები არ ჩანს, ფიქრობ, “აუ, კიდევ X წელი (თუნდაც 1 წელი) რა მოიცდის“.

ეს ეფექტი იყო 2019 წლის 20 ივნისაც, ხალხი ქუჩაში რომ გამოვარდა.

ჰოდა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მომდევნო 3 წელი არჩევნები არ იყოს?
ამიტომ დამშვიდდით და თბილი ტანსაცმელი და საწვიმრები მოიმარაგეთ,” – აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

“ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა” – მიხეილ...

კახეთში, სასტუმროში, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტებთან მიმართებით მომხდარ ფაქტს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...