კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიირაკლი ღარიბაშვილი - მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე...

ირაკლი ღარიბაშვილი – მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება, წინასწარი მონაცემების მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ

ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია “გორბის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებას, რომლის მიხედვითაც დედაქალაქსა და კიდევ რამდენიმე ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატები იმარჯვებენ, გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც კახი კალაძეს და მუნიციპალიტეტების მერებს გამარჯვება მიულოცა:

„ყველას გილოცავთ გამარჯვებას, ჩემო ძვირფასებო! მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს ხალხს და მხარდამჭერებს. მადლობა ჩვენს ხალხს ყველაფრისთვის. მადლობა უფალს. ძალიან კარგად, მშვიდად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემების მიხედვით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ.

ახლა, რა თქმა უნდა, მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას და მე მინდა კახა კალაძეს გამარჯვება მივულოცო. ასევე, ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს მინდა გამარჯვება მივულოცო. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...