კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"დარწმუნებული ვარ ხალხის ნებას, ხალხის სამართლიან მოთხოვნას წინ...

“დარწმუნებული ვარ ხალხის ნებას, ხალხის სამართლიან მოთხოვნას წინ ვერაფერი აღუდგება” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმასენებლის” თავმჯდომარე, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ამომრჩევლებს მიმართავს და მოუწოდებს არჩევანის გაკეთებას ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ:

ხვალ, 30 ოქტომბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით ცვლილებებს და ამ ცვლილებებისთვის აუცილებელია არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა, მიუხედავად მათი საარჩევნო ნომრისა.

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებ კამპანიაში აქტიურად ჩართვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი აქტიური არ არის საარჩევნო პროცესში ყველა იმ ქალაქში, სადაც მეორე ტურები იმართება.

არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს და დარწმუნებული ვარ ხალხის ნებას, ხალხის სამართლიან მოთხოვნას წინ ვერაფერი აღუდგება.

ყველანი არჩევნებზე, საქართველო გაიმარჯვებს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის”
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის...

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...