spot_img
მთავარიაქტუალური თემებიქართული დემოკრატია უფსკრულისკენ მიექანება - გიორგი ვაშაძე

ქართული დემოკრატია უფსკრულისკენ მიექანება – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერის, “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის აზრით დასავლელი პარტნიორების განცხადებას ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს. მისივე თქმით, საქართველოს დიდი პრობლემები აქვს და რთულ ვითარებაშია. ვაშაძეს მიაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მწვავე ანგარიში ქვეყნის პრესტიჟზე უარყოფითად აისახება. მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკული განცხადებები ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

უკვე არავისთვის საიდუმლო არ არის ის უზარმაზარი პრობლემები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. არაფორმალურ მმართველობას და სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობას, მე კორუფციის პრობლემასაც დავამატებდი. ქვეყანაში ზედა ეშელონები კორუმპირებული გახდა იმიტომ, რომ ტენდერი აღარ ტარდება ე.წ. “ატკატების” გარეშე.

ქართულ დელეგაციას აშშ-ში ურთულესი შეხვედრა ჰქონდა, სადაც პირდაპირ დაუსახელეს პრობლემები სწორედ არაფორმალურ მმართველობაზე. ძალიან რთული მდგომარეობაა, ქართული დემოკრატია უფსკრულისკენ მიექანება, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვება გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, გაჭირვება და სიდუხჭირე, რასაც უკვე თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს. ინვესტორებისთვის საქართველო ყალიბდება აბსოლუტურად მიუღებელ ქვეყანად. ჩავთვალოთ, რომ როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ფაქტობრივად, ინვესტიციებს ურტყამს, ფული არ შემოდის ქვეყანაში, ლარი უფასურდება, უზარმაზარი პრობლემები გვაქვს, ადამიანებს უფრო და უფრო უჭირთ. ყველა ასეთი განცხადება და შეფასება აფრთხობს იმ ხალხს, ვისაც უნდა რომ ეკონომიკაში ინვესტიცია ჩადოს, სამუშაო ადგილები შექმნას, თვითონაც მოიგოს და ქვეყანაც მოგებული დარჩეს ამ ყველაფრისგან.

როდესაც საუბარია ოლიგარქის გავლენაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონში არსებულ წესებს აზრი არ აქვს. თუ შეუთანხმდები ოლიგარქს ან მის გარემოცვაში მყოფ ადამიანს, მაშინ გზა ხსნილი გაქვს. იგივეა სასამართლოს საკითხზეც – როცა სასამართლოს მიმართ ნულოვანია ნდობა, ვინ ჩადებს ქვეყანაში ინვესტიციას, ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რასაც ყველა ვხედავთ”  – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირადი ხასიათის კონფლიქტები შეგნებულად თუ შეუგნებლად არის დიქტატორის დაკვეთის შესრულება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

“როცა ბავშვი შენს თვალწინ ეცემა, სიმღერა უნდა ჩერდებოდეს და არა ადამიანობა” – ლაშა ფარულავა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მოხდა არასასიამოვნო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...