spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე - ჩვენ ჩავატარეთ ევროპული ტიპის, პოზიტივზე,...

კახა კალაძე – ჩვენ ჩავატარეთ ევროპული ტიპის, პოზიტივზე, საქმეზე და ქალაქზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დედაქალაქის მერობის კანდიდატი დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

კახა კალაძემ ბიზნესმენებს თბილისისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ოთხი წელი მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით, კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.

იმ პროექტებსა და რეფორმებს, რომლებიც 2017 წელს დავიწყეთ, ვერავინ შეაფერხებს. ვერავინ შეაფერხებს ასევე, ამ ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება.

ჩვენ ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია, რომელიც იყო ევროპული ტიპის, პოზიტივზე, საქმეზე და ქალაქზე ორიენტირებული, სადაც ვსაუბრობდით კონკრეტულ გეგმებსა და პროექტებზე რაიონების, ქუჩების მიხედვით.

სამწუხაროდ, მეორე მხრიდან იყო აგრესია და დღესაც გრძელდება, ასევე, ძალადობა და ცილისწამება. თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიკადრებთ და მათ იგივე ბოროტებით არ დავუპირისპირდებით.

ნამდვილად არ დავეშვებით იქამდე, სადაც ისინი იმყოფებიან. პირიქით, მგონია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით უნდა ვეცადოთ, რომ ეს ადამიანები ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც იმყოფებიან“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ გამარჯვებას 30 ოქტომბერს ბოლომდე მიიყვანს.

პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვება. ჩვენ არჩევნების პირველ ტურში მოვიგეთ ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო. მეორე ტური გაიმართება 20 რაიონში და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერითა და თანადგომით, აქაც მივაღწევთ გამარჯვებას. ყველანი აქ ვცხოვრობთ და კარგად ხედავთ, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში – განახლდა ავტობუსების პარკი; მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა; რეაბილიტირდა და განახლდა ბაღები, სკვერები და გზაგამყოფები; სხვადასხვა პროექტის განხორციელებით, თბილისში შემოვიდა საპარკე კულტურა; აშენდა საბავშვო ბაღები და განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის გადაჭრაში სამშენებლო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობას და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზე გააკეთა აქცენტი.

თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქმნით ქვეყანაში დოვლათს. ამ რთულ, პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი გვერდით დაუდგეს ბიზნესს. ჩვენ განვახორციელეთ არაერთი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად და ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისს განვითარების უზარმაზარი რესურსი გააჩნია და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...