შაბათი, მარტი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მედიაწიგნიერების...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მედიაწიგნიერების კვირეული გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მედიაწიგნიერების კვირეული გახსნა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება დისტანციურ ფორმატში. კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

ჩვენ ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში ვცხოვრობთ. 21-ე საუკუნე ინფორმაციული ეპოქაა. დღეს, როგორც არასდროს, ხელმისაწვდომია დიდი რაოდენობით ინფორმაცია. ეს თავისთავად ძალიან კარგია, თუმცა ინფორმაციის დიდი მოცულობა გამოწვევების წინაშეც გვაყენებს და პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.

მსოფლიო პანდემიის პირობებში, ბევრად მეტად გავხდით დამოკიდებულები ციფრულ ტექნოლოგიებზე და ინტერნეტ სამყაროზე, რამაც ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, გამოწვევებიც გააჩინა. ცხადია, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მატულობს მათი მოხმარების სიხშირე და მასშტაბები. ასეთ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალ თაობას გადავცეთ ის უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რაც მათ თანამედროვე სამყაროში სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ცხოვრების, ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

მედიაწიგნიერება ერთ-ერთი ცენტრალური გამჭოლი კომპეტენციაა, რომელიც დაკავშირებულია კრიტიკულ, შემოქმედებით აზროვნებასთან, მოსწავლეს ეხმარება, თავი გაართვას ინფორმაციის ულევ ნაკადს, გაფილტროს და შექმნას ახალი ინფორმაცია. ინტერნეტსამყაროში და სოციალურ ქსელებში ინფორმაციასთან ურთიერთობისას მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების საფუძვლიანად განვითარებული უნარები, რაც მას მისცემს საშუალებას, თავი დაიცვას დეზინფორმაციისგან და მავნე გავლენისგან. მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე. მედიაწიგნიერი ახალგაზრდა თაობა სწორად იკვლევს გზას ინფორმაციის სამყაროში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკისრია მნიშვნელოვანი როლი პედაგოგებისა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების მედიაწიგნიერების უნარების განვითარების საქმეში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა ბავშვებში სკოლის ასაკიდანვე შევუწყოთ ხელი შესაბამისი უნარების განვითარებას. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში 25-29 ოქტომბერს ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და კომუნიკაციის კომისიის წარმომადგენლები. პლენარული სესიების თემატიკა სასკოლო საზოგადოებისთვისაა გათვლილი და თანაბრად საინტერესოა, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისა და მოსწავლეებისათვის.

კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების მონაწილეობით ტარდება ორი კონფერენცია, რომელთა მიზანია ისეთი აქტუალური საკითხების განხილვა, როგორებიცაა დეზინფორმაცია, უსაფრთხო ინტერნეტი, სიძულვილის ენა, სიტყვის თავისუფლება და მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები. ასევე, შეჯამდება მედიაწიგნიერების მიმართულებით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა და პროექტები. გარდა კონფერენციებისა, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის თბილისსა და რეგიონებში.

მედიაწიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით ტარდება და მასში ჩართული არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

ComCom: მოსწავლეებისთვის კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი” მეთორმეტედ გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 10 აპრილიდან...

“თეატრალურ ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველკოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...