spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ცვლილება ნიშნავს, პირველ რიგში, სისტემურ ცვლილებას იმისათვის, რომ...

“ცვლილება ნიშნავს, პირველ რიგში, სისტემურ ცვლილებას იმისათვის, რომ ჩვენ არ ვიტრიალოთ ერთ წრეზე” – გიგი უგულავა

ფოთის მერობის კანდიდატმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგი უგულავამ ფოთის მმართველობასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტებები გააკეთა, თუ რა განსხვავებაა ერთპარტიულ და პრავალპარტიულ მმართველობას შორის. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, კოალიციური მთავრობა ქვეყანაში შექმნის კორუფციის კრიზისს:

,,ცვლილებები არ არის ერთი პიროვნების მეორეთი ჩანაცვლება, ცვლილება ნიშნავს, პირველ რიგში, სისტემურ ცვლილებას იმისათვის, რომ ჩვენ არ ვიტრიალოთ ერთ წრეზე. სწორედ ამიტომ, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში – მე, როგორც მერობის კანდიდატი და პოტენციური ფოთის მერი ვიღებ ვალდებულებას, რომ პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით შევქმნათ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა.

მე მინდა ფოთელებს 2 სიტყვით ავუხსნა რა განსხვავებაა და რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს ასეთმა მმართველობამ.
– კარგად მოგეხსენებათ, რომ ფოთს ძალიან კონკრეტული გადაუჭრელი პრობლემები აწუხებს. მაგალითად თევზის სუნი, რომელიც ნოემბრიდან მარტის ჩათვლით პრაქტიკულად არ აძლევს აქ მყოფ ადამიანებს ნორმალური სუნთქვის და არსებობის შესაძლებლობას.

კოალიციური მართვის შემთხვევაში, თუნდაც ერთი სამსახური, ან თუნდაც მერი, თუ გაბედავს და შეეკვრება იმ ადამიანებს, რომლებიც ამას სჩადიან და ყველამ კარგად იცის, ფოთში ვინ აკეთებს ამას – მას კოალიციის სხვა პარტნიორები არ მისცემენ უფლებას.
შესაბამისად, შეიქმნება კრიზისი. კრიზისი ამ შემთხვევაში არის ის, რაც გამორიცხავს გინდა მერისგან, ან მისი მოადგილისგან ისეთ ქმედებას, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ იქნება მიმართული; როდესაც, დღევანდელი მერი პირდაპირ არის დამნაშავე, სამწუხაროდ, ბავშვების და მოსახლეობის მოწამლვაში; კოალიციის შემთხვევაში არც ერთი კოალიციის პარტნიორი მას ამის უფლებას არ მისცემდა.

კოალიციური მართვის შემთხვევაში, ძალთა ბალანსი, სწორედ ერთმანეთის ინტერესებს შორის განსხვავება და საერთო საქმის მიმართ ერთგულება გვაძლევს იმ ბალანსს, რომელიც მოვცემს განვითარების შესაძლებლობას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...