შაბათი, ივნისი 28, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლება ფაქტობრივად წირავს მიხეილ სააკაშვილს!" - დიმიტრი საძაგლიშვილი

“ხელისუფლება ფაქტობრივად წირავს მიხეილ სააკაშვილს!” – დიმიტრი საძაგლიშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო თანდათან უარესდება. ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარისას აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. ხოლო მმართველი ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური გზით:

,,მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე. საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი.

ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მე-3 პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა.

აშკარაა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას.

გადაწყვეტილების მიღება იმაზე დაყრდნობით კი არ ხდება, სად უკეთესად იქნება შესაძლებელი მკურნალობა, არა! – პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და ამით ხელისუფლება ფაქტობრივად წირავს მიხეილ სააკაშვილს!“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...