შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არასტაბილურობის და დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში" -...

“არასტაბილურობის და დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ მწვავე და ირონიულ კომენტარს აკეთებს მე-3 პრეზიდენტის მისამართით და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ქვეყნის ტრაგედია და სირცხვილია. მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა უკვე შესაძლებელია ქვეყნის მიხედვა, რადგანაც დესტაბილიზაციის შემომტანი ადამიანები უკვე ციხეში არიან:

,,ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური. როგორ შეიძლება, რომ ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს რომელიმე ადამიანს?! – მაგრამ ეს ტრაგედიაა და ჩვენი სირცხვილია! ეს კაცი მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში. ამას თუ მართვა ჰქვია… – ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს.

ქურდულად შემოიპარა და აღმოჩნდა ციხეში. რა ვქნათ?! – ეს არის რეალობა! რა თქმა უნდა, ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს 1 ოქტომბერს, როცა თავის ფეხით შევიდა ციხეში.

კიდევ ერთხელ მე მინდა, მივულოცო ჩვენს მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ გვაქვს რეალური შანსი საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას – დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ. ვინაიდან ეს არასტაბილურობის და დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...