spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმამუკა მდინარაძე: „ნაცობა“ არის ბოროტება, მაგრამ ამავე დროს...

მამუკა მდინარაძე: „ნაცობა“ არის ბოროტება, მაგრამ ამავე დროს არის დიდი სირცხვილი

რა თქმა უნდა „ნაცობა“ არის ბოროტება, მაგრამ ამავე დროს არის დიდი სირცხვილი. დღეს ჩვენ ვხედავთ მათი „გათეთრების“, მათი „გაპრავების“ მცდელობას და დაკომპლექსებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცებზე“ არ ვილაპარაკოთ. ამას ნურავინ შეეცდება, იმიტომ რომ ეს ხალხი აკონტროლებს მედიასივრცეში საკმაოდ სერიოზულ ნაწილს, თავის დროზე მოპარული და ნაძარცვი ფულებით აფინანსებენ იმ ტყუილებს და „ფეიკებს“ და ბინძურ კამპანიას რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურობაში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მოსვლა ვერ მობედა ბოიკოტირების მომიზეზებით, ისინი კურდღლებივით დაიმალნენ.

მამუკა მდინარაძე დარბაზში მსხდომი ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეწყდეს ზიზღის და სიძულვილის ენით საუბარი და რომ ადამიანების საკეთილდღეოდ განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებზე უნდა ისაუბრონ.

კახა კალაძიდან დაწყებული, „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დეტალურად ლაპარაკობდა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც გეგმავს მმართველი გუნდი. ისინი შედიოდნენ ყველა დეტალში, ვინმე გამოხვედით და თქვით რომ ეს კამპანია მომწონს, ეს პოლიტიკა მომწონს, ეს პროექტი არ ვარგოდა, ეს კარგი იყო, ამას ასე ნუ გავაკეთებთ?! პროგრამა დეტალურად წარმოადგინა ყველა კანდიდატმა თავის რაიონში იმასთან დაკავშირებით თუ რას აპირებენ. რომელიმე თქვენგანი შეეკამათეთ რომელიმეს?! და ეს როგორაა, რომ ცალმხრივად უნდა მოხდეს პოლარიზაციის შემცირება და ამის პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აკისრია?! მეორე მხრიდან ვიღაცამ დედა უნდა გაგინოს და როგორც კი შენ პასუხს გასცემ უტიფრობააო, ძალადობა და ზიზღის ენააო გიპასუხებენ.

ე.ი. მათ უნდა გაგინონ, ზიზღის და სიძულვილის ენით გესაუბრონ, დაგაბრალონ ათასგვარი სიბინძურე და როგორც კი პასუხს გასცემ და უტიფრობას დაარქმევ, შენი სიმართლე და პასუხი ეგრევე არის ზიზღის ენა და კამპანიაა. აღმოჩნდა რომ 3%-ით მეტი აიღეს მიხეილ სააკაშვილის გამო, უბრალოდ „მიშისტები“ აღმოჩნდნენ.

დღეს მოხდა ყველას ლუსტრაცია, საუბარია ლიდერებზე და არ ვისაუბროთ ამაზე?! რეალურად, ამ ქვეყნის საფრთხეზე და საბოტაჟზე არ ვილაპარაკოთ?! და სიმართლეზე გავამარჯვებინოთ ტყუილს და ბოროტებას?! ეს ამბავი არ გამოვა, ვერ დაგვაკომპლექსებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...