spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარმაზ ახვლედიანი: მოდით არ მივბაძოთ მათ, ვინც მიგვერეკება...

არმაზ ახვლედიანი: მოდით არ მივბაძოთ მათ, ვინც მიგვერეკება სიძულვილისკენ

მოდით არ მივბაძოთ მათ, ვინც, მაპატიეთ, მიგვერეკება სიძულვილისკენ. გვეზიზღებოდეს ცუდი საქმეები, მაგრამ არა ერთმანეთი“, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მისი თქმით, მას შეიძლება სძულდეს პრემიერ მინისტრის საქმეები, ეზიზღებოდეს კიდეც, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არ ეზიზღება:

პრემიერ მინისტრმა, როდესაც სვეტიცხოვლის ამბიონზე, შეიძლება ხათრით, პიარულად, ორი სიტყვა თქვა შერიგებაზე, დატოვებული არ ჰქონდა ტაძრის სივრცე, რომ – ისევ ზიზღი, ისევ გაუტანლობა. თქვენც სამწუხაროდ, ყველა არა ცხადია, მაგრამ ამას იმეორებთ.

მე შეიძლება თქვენი პრემიერის საქმეები მძულდეს. მეზიზღებოდეს კიდეც, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არ მეზიზღება. იქნებ ეს მოვახერხოთ როგორმე, რომ ერთმანეთი არ გვეზიზღებოდეს.

ისევ იმ ამბიონიდან, ახლა უკვე სასულიერო პირი გვეუბნება, რომ თურმე მიტევება შეუძლებელიაო. ახლა არ არის ის სივრცე, რომ მოვიხმო ან პავლე მოციქული ან სახარების მთავარი წყარო, მაგრამ მსგავსი, უნდა გითხრათ, არც არაფერი გამიგია. თუ ეს ხელს უწყობს საქართველოში დიდ შერიგებას – შერიგებას, რომელიც ზიზღზე არ უნდა იყოს და ვერ იქნება დამყარებული, მაშინ ამიხსნან, მე ვერ ვხსნი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიდი უსამართლობაა, რომ გიორგი ჭიღლაძეს “მოძალადე” ან “ბარბაროსი” ვუწოდოთ. უჯობესია, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, ლეგიტიმური...

სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვან შეფასებებს...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...