ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია...

ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, მის ფარგლებში სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას იხილავენ. ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველო დღეს 2 მთავარი გამოწვევის წინაშე დგას, ერთი- კოვიდინფექცია და მეორე – მაღალი ინფლაცია და ლარის კურსია. აქედან გამომდინარე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2022 წლის ბიუჯეტს განსაკუთრებული როლი ენიჭება და ის უნდა იყოს სტაბილურობის, მდგრადობის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბიუჯეტი.

ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკის 6%-იან ზრდას და დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლებას – 6.9%-დან ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-მდე მცირდება. დეფიციტის შემცირება პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი გავლენას ახდენს ინფლაციასა და ლარის კურსზე, ეს ორი საკითხი კი დღეს ჩვენი მოსახლეობის და ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება. ცხადია ჯობია დეფიციტის ნიშნულის კიდევ უფრო შემცირება, თუმცა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული არაპროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით უნდა დავფიქრდეთ იმაზეც თუ ასიგნებების ნაწილში რა შედეგს მოგვიტანს ეს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დღეს სრულდება საბიუჯეტო პროცესის პირველი ეტაპი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შეაჯამებს გამოთქმულ შენიშვნებს, რეკომენდაციებს, მოსაზრებებს და მთავრობას პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გადაეგზავნება.

5 ნოემბრამდე მთავრობა პარლამენტში წარმოადგენს გადამუშავებულ ვერსიას. ვიმსჯელებთ მასზე და საბოლოო ვერსია ჩვენ გვექნება დეკემბერში.ძალიან შრომატევადი პროცესი გველის წინ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ .

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვა მიმდინარეობს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პირადად ჩემი სიძლიერე არის ის გუნდი, ვინც ჩემთან ერთად შრომობს” – კახა კალაძე

„შეიძლება ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ...

“ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის...

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...