ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოლიტიკაახალი სახეები და ახალგაზრდები პოლიტიკაში: მრავალპარტიული პროექტი "პარტნიორობა...

ახალი სახეები და ახალგაზრდები პოლიტიკაში: მრავალპარტიული პროექტი “პარტნიორობა დემოკრატიისთვის”

“ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის” სამხრეთ კავკასიაში და “საერთაშორისო ლიბერალ-დემოკრატთა კლუბი” მაისის თვეში მასპინძლობდნენ ერთობლივ, მრავალპარტიულ პროექტს “პარტნიორობა დემოკრატიისთვის”. “პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნანა ტოხვაძის ინიცირებული, მრავალფეროვანი ფორმატის პროექტი თანხვედრაში მოვიდა ნაუმანის ფონდის თავისუფლების დაცვის იდეასთან და შესაძლებელი გახდა მისი განხორციელება ფონდის ნეიტრალურ სივრცეში.

პროექტის ინიციატორის, ნანა ტოხვაძის  განცხადებით – “პროექტს განსაკუთრებულობა შესძინა  მსჯელობისა და ჯანსაღი დისკუსიის შესაძლებლობამ ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე. იმ საკითხებზე, რომლებსაც პარტიული კუთვნილება არ შეიძლება გააჩნდეს. ასევე,  მონაწილეთათვის საინტერესო აღმოჩნდა პროექტის ფორმატი – ჩართული მხარეების მრავალფეროვნების, მაღალკვალიფიციური სპიკერებისა და მომავლის პოლიტიკოსების თანაბარი ჩართულობის კუთხით”.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ფარგლებში პროდასავლური, ლიბერალური ღირებულებების მქონე პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების  წარმომადგენელთათვის შეთავაზებული იყო ღია, სადისკუსიო პლატფორმა, რაც მიზნად ისახავდა მრავალპარტიული დიალოგის გზით დემოკრატიის გაძლიერებას საქართველოში და ამ ფორმატის გამოყენებით, ჩართული მხარეების სამომავლო თანამშლომლობის ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში მონაწილეობდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე საქართველოში მოქმედი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები: გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლები და ასევე, 6 პოლიტიკური ორგანიზაციისა თუ სამოქალაქო მოძრაობის წევრები.

თითოეულ შეხვედრაზე, პროექტში მონაწილეობის მისაღებად  მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მოძრაობების აქტივისტები და სტუდენტები. “პარტნიორობა დემოკრატიისთვის” ითვალისწინებდა ოთხ შეხვედრას და ღია დისკუსიის ფორმატში კონსენსუსის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები, განათლების სისტემა და სოციალური პოლიტიკა საქართველოში.

მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღინიშნოს ფონდის მხარდაჭერა პროექტისადმი, რომელმაც ერთი მხრივ საშუალება მისცა პოლიტიკური პარტიების ახალ სახეებსა და ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, გამოევლინათ საკუთარი პოტენციალი, ხოლო მეორე მხრივ, ბიძგი მისცა მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მხოლოდ მარშები და რუსთაველის გადაკეტვა აღარ კმარა‼️” – ელისო კილაძე

"ტვ პირველის" ეთერში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და პოლიტიკური ბრძოლის...

“ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს” – კახა კალაძის განმარტებები

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის მიმდინარეობის...

“თქვენ შეაშინეთ კოლია ახობაძე! შევხვდებით საღამოს რუსთაველზე! ცეცხლი ოლიგარქიას!” – ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი განსხვავებას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...