spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა შავ დღეშია სააკაშვილი... ეს რა შარში ჩაიგდო...

“რა შავ დღეშია სააკაშვილი… ეს რა შარში ჩაიგდო თავი…” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ირონიულ შეფასებებს აძლევს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას:

რა შავ დღეშია სააკაშვილი…
ეს რა შარში ჩაიგდო თავი…

100 ათასზე მეტი კაცი გამოვარდაო შენ დასაცავადო, მიშო!- ასე ეუბნებიან და არწმუნებენ ლიდერს.
არა და, ტელევიზორი ხომ აქვს?!… ხომ უყურებს! ხომ ითვლის… იცოცხლე, დათვლა იცის! ჩემზე, შენზე და ტრიფონზე უკეთესადაც კი!
ჰო და, ფიქრობს, ალბათ, ტყუილი, ტყუილი, პაპიროსი პირშიო…

ისიც ხომ იცის, რომ “მარშრუტკები” იქირავეს, საჭმელ-სანოვაგით მოამარაგეს, ფული დახარჯეს და ისე ჩამოიყვანეს “მხარდამჭერები”. არადა, როგორი ამბავია, ლიდერი, გმირი, დევნილი, მაღალი, უხვი, “დაბალი” ღრუბელ-ღრუბელ ჩამოვიდა, ციხეში ჩაჯდა, შიმშილობს, იტანჯება…. ესენი კი, “მარშრუტკაო”, ფულიო, საგზალიო… სიმღერა და ჩქარი ტაშიო, “პრაზდნიკიო”, გართობაო…

არა რაა… კაცი შიმშილობს, კაცი ეწირება, ესენი კი კონცერტს აწყობენ, რომ მიტინგი არ დაეშალოთ!

რამსებია არეული… რამსები….

ეგეთი რამე გაგონილა?… ვინმეს გაუგია, რომ “უპირობო” ლიდერის, მონატრებული პრეზიდენტის, ტანჯული ქართველის გვერდში დასადგომად, მისი განთავისუფლებისათვის საბრძოლველად ორგანიზებულად ერეკებოდნენ მომხრეებსა და თანამებრძოლებს?!

დავიჯერო, იმდენი არ დაიმსახურა ტანჯულამ, რომ 100 000 კაცი გულგაგლეჯილი გამოვარდნილიყო ქუჩაში და ლექსენის როკვის გარეშე დამდგარიყო მის დასაცავად???…

არადა, ხომ ეუბნებოდნენ, არწმუნებდნენ, ეგრე იქნებაო?… ხელში ატატებულს გატარებენო, ტყვიას მკერდს მიუშვერენო, ციხესთან დააღამ-გაათენებენო…
ტანჯულასაც ხომ სჯეროდა?!…

ისე, ის შავი კაცი ვინ იყო ნეტავ, ვინც მაგას ეგ დააჯერა?…)))” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...