spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეუშვან პირადი ექიმი მიხეილ...

მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეუშვან პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილთან – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს დაუყოვნებლივ მოხდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის შეშვება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, როდესაც ადამიანი ციხეში შიმშილობს სააკაშვილთან პირადი ექიმის შესვლის პრობლემა დღის წესრიგში არ უნდა იდგეს:

ჩემთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს არ უშვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც ვფიქრობ, რომ არის არაადამიანური მოპყრობა.

მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” – დაანებეთ თავი მსგავს ქმედებებს. უბრალოდ სამარცხვინოა მსგავსი რამ. ეს ადამიანი გახლავთ მისი პირადი ექიმი, რომელიც მეთვალყურეობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მით უმეტეს ამ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ადამიანი შიმშილობს, ასეთ საკითხებზე პრობლემა არ უნდა იქმნებოდეს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეუშვან პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილთან”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...