spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციები"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს...

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ” – შსს-ს განცხადება

გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ბევრ მომხმარებელს პრობლემები შეექმნა კომუნიკაციის საშუალებების, ინტერნეტის სარგებლობაში. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ მოედანთან ახლოს მდებარე თბილისის საკრებულოს შენობაში აღმოჩენილი იქნა უცნობი სახეობის ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც, ოპოზიციისა ზოგიერთი წარმომადგენლისა და საპროტესტო აქციის ცალკეული მონაწილეების აზრით, იყო ე.წ. სიგნალის, ინტერნეტის ჩამხშობი და ხმის ჩამწერი მოწყობილობები. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...