შაბათი, აპრილი 27, 2024

“ეჭვგარეშეა, კიდევ დაადანაშაულონ რამეში პრეზიდენტი, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში რაღაც ტერიტორიების გადაცემა მოხდა და მსგავსი სისულეები” – ივერი მელაშვილი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილმა წევრმა, ივერი მელაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კარტოგრაფების საქმეზე და აღნიშნა, რომ იმ საქმეში სადაც იგი ბრალდებულად გამოაცხადეს, შეეცდებიან მიხეილ სააკაშვილს კვლავ დასდონ ბრალი:

,,იყო მცდელობა, გინდაც ჩვენი საქმიდან გამომდინარე უნდოდათ, რომ რაღაც, თითქოს და, წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ. თითქოს რაღაც მოხდა.
შესაბამისად, მცდელობა რომ ექნებათ – ეჭვგარეშეა, კიდევ დაადანაშაულონ რამეში პრეზიდენტი. ადრეც ხომ მაგაზე იყო, რომ პრეზიდენტზე უნდოდათ, ასე ვთქვათ, გასვლა. ე.ი. წინა ხელისუფლების პერიოდში რაღაც ტერიტორიების გადაცემა მოხდა და მსგავსი სისულეები’’, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული