შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კუჭავა: ჩვენ შეგვიძლია, საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც...

კახა კუჭავა: ჩვენ შეგვიძლია, საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ ავარიულ შენობებზე ზედამხედველობას

„ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რომ ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში ბევრგან არის და სასურველია, მოხდეს შესაბამისი და დროული რეაგირება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კახა კუჭავა ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს, ასევე, მთელ საზოგადოებას სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო თითოეულ ოჯახს, თითოეულ ბათუმელს და მთელ საქართველოს. ეს ჩვენთვის დიდი დანაკარგია. რთულია, სიტყვებით გამოვხატოთ ის წუხილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია. მთავრობამ გააკეთა განცხადებები, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს დაეხმარონ. გუშინ ასევე მოვისმინე, რომ მერიაში უკვე 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება, შესწავლა, მეც მივიღე წერილები და შესაბამისად გადავამისამართე, რათა მოხდეს რეაგირება ყველა ავარიულ შენობაზე.

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რომ ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში ბევრგან არის და სასურველია, ჩვენი მხრიდანაც იყოს შესაბამისი და დროული რეაგირება“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...