ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროდ რეგულაციები"...

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროდ რეგულაციები” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტის გამო სამშენებლო-სარემონტო სფეროში რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრდება:

,,მე მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები და მართლა დიდი ტრაგედია არის ჩვენთვის, ყველასთვის.

აქვე მინდა ვთქვა, რომ აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლებაც მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში. ამას გარდა, ფულადი კომპენსაციები იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში – ეს ერთი.

ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროდ რეგულაციები. საერთოდ ნებართვის გაცემის პროცედურებიც უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული.

მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ უბედურ შემთხვევაში, ტრაგედიაში. დავარქვათ ამას გულგრილობა თუ გაუფრთხილებლობა. ამას ბუნებრივია გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მთავრობა ყველაფერს გავიღებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად” – ირაკლი...

ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ შედარებას...

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...