შაბათი, მარტი 15, 2025
13.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაჩვეულებრივი ღაჟო (წითელზურგა ღაჟო) - red-backed shrike (Lanius...

ჩვეულებრივი ღაჟო (წითელზურგა ღაჟო) – red-backed shrike (Lanius collurio)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფაუნის შესახებ – გაიცანით კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი ჩვეულებრივი ღაჟო (წითელზურგა ღაჟო) – red-backed shrike (Lanius collurio)

სხეულის სიგრძე: 16-18სმ. დამახასიათებელია ძლიერი, ბოლოში მოკაუჭებული ნისკარტი. მამალს აქვს წაბლისფერი ზურგი, მოვარდისფრო-თეთრი მკერდი და მუცელი, თვალზე გამავალი შავი ზოლი, ნაცრისფერი თავი და კუდის მფარავები, თეთრი ყელი და შავი კუდი. დედალი, ისევე როგორც ახალგაზრდა ფრინველი, ზემოდან მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობისაა; მოთეთრო-მორუხო სხეულის ქვედა ნაწილზე კი, ნახევარმთვარის ფორმის ყავისფერი ლაქები აქვს.

ბუდეს იკეთებს ბუჩქზე. მაისის პირველ ნახევარში დებს 4-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14 დღემდე გრძელდება.

მისი ჰაბიტატია ბუჩქნარიანი მინდვრები, ტყისპირები, ბაღები და პარკები.

IUCN-ის სტატუსი:LC

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...