პარასკევი, მაისი 3, 2024

ტრაგედია ბათუმში, გლოვობს სრულიად საქართველო…

გუშინ, 8 ოქტომბერს, ტრაგედია დატრიალდა ბათუმში. 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოიშალა.

მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. თავდაპირველად ნანგრევების ქვეშ მოქცეული ავტომანქანიდან ამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი, მსუბუქი დაზიანებებით, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ამჟამად გაწერილია საავადმყოფოდან. შემდეგ ნანგრევებიდან ამოიყვანეს 2 ადამიანი, ქალბატონი და მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა საავადმყოფოში. სამწუხაროდ მაშველების მიერ შემდგომ ამოყვანილი რამდენიმე ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო…

სამწუხაროდ საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდა ქალიც დილით გარდაიცვალა. უმძიმესი ფაქტია ისიც, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი გარდაცვლილი ქალის მცირეწლოვანი შვილებიც გარდაცვლილები არიან…

ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას, გავრცელებული ინფორმაციით, სულ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გადაცვლილების ახლობლებს, სრულიად საქართველოს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული