პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესები"ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება" - სემეკი

“ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება” – სემეკი

კომისია ეხმიანება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიას ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ტარიფების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მიერ არ მომხდარა სემეკთან კომუნიკაცია, კომენტარის გამოთხოვა ან ინფორმაციის გადამოწმება.

სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს ელექტროენერგიის ბაზარზე განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება.

სემეკი მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს, არ გაავრცელონ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...