ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაფეისბუქის და მისი სერვისების რამდენიმე საათიანი გლობალური გათიშვა...

ფეისბუქის და მისი სერვისების რამდენიმე საათიანი გლობალური გათიშვა დასრულდა…

ფეისბუქი და მასთან დაკავშირებული რესურსები Instagram, WhatsApp, Messenger და Oculus რამდენიმე საათის განმავლობაში მიუღწეველი გახდა მომხმარებლებისათვის საქართველოში და მთელ მსოფლიოში.

მილიარდობით მომხმარებელი პრაქტიკულად დამოკიდებული გახდა ფეისბუქის სერვისებზე და ის გახდა კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი არხი, ბევრი რამ, მათ შორის, ბიზნესი, საქმიანი კონტაქტები თუ ყოველდღიური ურთიერთობები, აღნიშნულ სოციალურ ქსელებზეა მორგებული და შესაბამისად მისი გათიშვა მილიონობით მომხმარებელის გეგმების პრაქტიკულად სრულ პარალიზებას იწვევს.

საღამოს თბილისის დროით, დაახლოებით 19:40 წუთიდან სრული ქაოსი დაიწყო, როცა კომუნიკაციის ეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმა მომხმარებლებისადმი აღარ იყო ხელმისაწვდომი, ამან კი კიდევ ერთხელ დაანახა ქართველ და პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ყვეყანაში ამ სერვისების მომხმარებლებს, რომ თუნდაც დროებით გათიშვა, რა დისკომფორტთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში უფრო გაზრდილი ვირტუალური კომუნიკაციის პირობებში.

აღნიშნული სოციალური ქსელები უკვე უბრუნდება მუშაობის ჩვეულ რიტმს და არსებული პრობლემები თანდათან აღმოიფხვრა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...