spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამაზრზენია მმართველი პარტიის და მისი "ლიდერების" ქცევები და...

“ამაზრზენია მმართველი პარტიის და მისი “ლიდერების” ქცევები და უტვინო გადაწყვეტილებები” – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებას ახდენს, განსაკუთრებით უკმაყოფილო და კრიტიკულია მმართველი პარტიის ლიდერების – ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის მიმართ, კახა კალაძეს კი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს:

კახისთან მაგრად შეგვეშალა თბილისელებს! არახალია… სამწუხაროდ, გვემართება ხოლმე…
კახიმაც აღიარა საკუთარი შეცდომები.

ერთ-ერთი შეცდომა, ალბათ, არასწორი საკადრო პოლიტიკა და მისი მხრიდან უღირსთათვის გამოცხადებული ნდობა იყო.

აი, მაგალითად, სოფო ხუნწარია! “მანდავუშკასავით” მიკრული კახიზე და მუზეუმების და პროექტების ფულით გაქსუებული.

“მზე სხვა საქართველოში ამოვიდაო”, ბედნიერმა განაცხადა ამ უზნეომ! ჰო და, მეორე ტურში მაგ მზეს დაგიბნელებთ, შე ძროხა!

მეორე ტური სირცხვილი სულაც არაა. პირიქით, აბანოსავითაა, სადაც თეთრი და შავი არ იფარება. უფრო ამაზრზენი მმართველი პარტიის და მისი “ლიდერების” ქცევები და უტვინო გადაწყვეტილებებია.

დილიდან, მიკროფონს ვერ მოწყვიტეს მდინარაძე. ე, ბიჭო, ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო! დაჯექი რა ჩეროში! ხომ ნახე, წინა დღეს შენი ბჟუტურით თავი მოიჭერი და მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ არც პრემიერ-მინისტრი, არც შსს მინისტრი და არც სუს-ი გენდობა… რას აიგივებ შენ თავს კახისთან, ერთი დღე მაინც შეიკავე თავი ქულების დაწერისგან. არადა, არც ქულების დაწერა გამოგდის და არც ეშვები მაგ საქმეს.

ამაზრზენი იყო პარტიის გადაწყვეტილება, ტაშფანდურასა და შამპანიურთან დაკავშირებით! ეს უკვე მერამდენედ გვეკაიფება კობახიძე!!!… ხან ბიგვავას აბრალებს საკუთარ “ფრაერობას” და ხან “სოციოლოგიას”. დაყენდი რაა… ან, სულაც, დაახვიე მაქედან. ხომ არ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში, ადამიანი საკუთარ ქაქში გვამყოფებდეს?!

რა ვიცი… ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?!

ჯერ იყო და გახარია “აპახავა” და მის ზუკუტურზე ინებივრა. ახლაა და, ღარიბაშვილის მოტანილ ქულებს იწერს უნამუსოდ. დიახ, ბოლნისი, დმანისი, მარნეული და ა.შ. ეგ სულ ირაკლის მიერ გატარებული პოლიტიკის (მათ შორის, საგარეო პოლიტიკის) ნაყოფია. რას ეტენები… სად ეტენები…

სჯობს, შენ “ნამუშევარს” მიხედო ბათუმში!!! საკრებულოც ნაცებისაა და სამივე ოლქში ნაცმა მაჟორიტარმა გაიმარჯვა!

დიახ, აი, ესაა კობახიძის პარტიის რეიტინგი! და შრომის შედეგი!

კახის კი, გამარჯვებას ვუსურვებ!

არა… ყველაფერს გავაკეთებ, რათა დადგეს ის შედეგი, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს ჩემი ქალაქის მერი!

შენ გაგიმარჯოს, კახი! ამდენ საკუთარი თავისთვის (სკამისთვის) მებრძოლების ხელში, საოცარი შედეგი დადე პირველ ტურში!

თბილისი არასოდეს გახდება ბოზების, მკვლელების, ნაცების საგრიალო ქალაქი!” – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...