შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებამიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის სასკოლო...

მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში განახლება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება, ხოლო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში განახლება პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა. მინისტრი თბილისის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ ჩხენკელი პირადად დაინტერესდა, რამდენად უზრუნველყოფილია სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და რამდენად იცავს სასკოლო საზოგადოება ჯანდაცვის სფეროს რეგულაციებს:

მინდა საზოგადოებას მივულოცო, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს, სკოლებში – საკლასო ოთახს, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებს. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. შესაბამისად, ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას სამედიცინო პროტოკოლი, რათა ჩვენ შვილებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომლებსაც დღეს პირველი გაკვეთილი ჰქონდათ. ჩვენ პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ 4 ოქტომბერს დაწყებულიყო მათთვის სასწავლო პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი სასკოლო გამოცდილება, პირველი გაკვეთილი, ჩატარებულიყო ბუნებრივ გარემოში, მასწავლებელთან, მეგობრებთან ერთად საკლასო ოთახში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ სასწავლო წელს!“ – მიმართავს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

მინისტრმა პირველკლასელებსაც მიულოცა სასწავლო წლის დაწყება ბუნებრივ გარემოში:

პირველკლასელებს კი მთელი გულით ვულოცავ პირველ ნაბიჯებს სკოლის ცხოვრებაში და წარმატებებს ვუსურვებ მათ. 

როგორც მოგეხსენებათ, დღეს პირველკლასელები ახალ სასწავლო წელს პირდაპირ სასკოლო გარემოში იწყებენ. ეს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში.

პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება ძალიან დიდი მონაპოვარია და მას შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა. განათლების სფეროს თითოეულმა წარმომადგენელმა – მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და რა თქმა უნდა მშობლებმა – ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას,“ – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. სკოლები უზრუნველყოფილია პანდემიის მართვისათვის საჭირო ყველა რესურსით. სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მასშტაბით სკოლის შენობებში დეზინფექცია ჩატარდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...