სამშაბათი, ივნისი 17, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიფინანსები, ბიზნესი და ეკონომიკა"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განცხადებას ავრცელებს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განცხადებას ავრცელებს

ფოთის საზღვაო ნავსადგურის შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ გაცემული ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” აზრით, ნეგატიურ გავლელას იქონიებს ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელებაზე და მოსალოდნელია მისი შეჩერებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით 29 მაისს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”:

“დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

(ნებართვა გაცემულია “სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის” – “ეიპიემ ტერმინალსის” შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ).

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის”, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...