spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა ჭალიძე არჩევნების შედეგებს ეხმაურება და მხარდამჭერებს მიმართავს

თეონა ჭალიძე არჩევნების შედეგებს ეხმაურება და მხარდამჭერებს მიმართავს

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ისნის მაჟორიტარობი კანდიდატი თეონა ჭალიძე არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობას უხდის ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ჭალიძის თქმით ეს მხარდაჭერა საკმარისი არ იყო გამარჯვებისთვის, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ათჯერ მეტი შემართებით გააგრძელოს მუშაობა რიგითი ადამიანებისთვის სასიკეთო ცვლილებებისთვის და საქმიანობას უკეთესი ხვალინდელი დღისთვის განაგრძობს:

2744 ხმა მივიღე ისანში, რაც იმას ნიშნავს 2744 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე და ჩათვალა რომ საკრებულოში მისი ხმა უნდა ვყოფილიყავი. ეს მხარდაჭერა საკმარისი არ იყო გამარჯვებისთვის, მაგრამ საკმარისია იმისთვის რომ გავაგრძელო ათჯერ შემართებით მუშაობა რიგითი ადამიანებისთვის სასიკეთო ცვლილებებისთვის.

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ ნდობისთვის, ჩემი მუშაობის დაფასებისთვის, მიგულეთ გვერდით, რადგან ჩემთვის მთავარი „სტატუსი“ არასდროს ყოფილა. საკრებულოს მაჟორიტარობა ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო, რომ მეტი შესაძლებლობა მქონოდა საქმის საკეთებლად.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, უბნელებს, მეზობლებს, ადამიანებს, ვინც სხვასთან რეკომენდაცია გამიწიეთ. მადლობა ყველა პარტიის ასობით მხარდამჭერს, ვინც ხმა მომეცით, ეს კიდე უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის.

ბოლოს კი უდიდესი მადლობა ჩემს გუნდს, მეგობრებს, ვინც ჩემს გვერდით იყავით და მეხმარებოდით ყველა სირთულის დაძლევაში, ვაგრძელებ ფიქრს და საქმიანობას უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...